Epocon 485 - K

Epocon 485 - K

Epocon Sp 485 K - ნაფთალინ-სულფონატისა და ლიგნო-სულფონატზე დაფუძნებული ბეტონის დანამატი, რომელიც ზამთრის პირობებში ზრდის ბეტონის ადრეულ და საბოლოო სიმტკიცეს. გააჩნია წყლის შემცირების და პლასტიფიკაციის თვისებები. შეესაბამება EN 934-2 სტანდარტის მე-2 ცხრილს. შეესაბამება AZS 221 – 2006.

გამოყენების სფეროები:

ბეტონები, რომლებსაც სჭირდებათ მაღალი ადრეული და საბოლოო სიმტკიცე

წინასწარ ჩამოსხმული და პრეკასტ ბეტონები

ტუმბოებით და ტუმბოების გარეშე წარმოებული მზა ბეტონები

მჭიდროდ არმირებული ბეტონები, რომელთა ჩასმა რთულია

ბეტონები, რომლებიც მოითხოვენ მჭიდრო და სწორ ზედაპირს

ზამთარში გრძელვადიანი ტრანსპორტირებისა და დამუშავების უნარის მქონე ბეტონები

ბეტონები, რომელთა ყალიბიდან ადრეულად ამოღებაა საჭირო

უპირატესობები:

თავსებადია სხვადასხვა ტიპის ცემენტებთან

ზრდის ბეტონის ადრეულ და საბოლოო სიმტკიცეს

აუმჯობესებს ბეტონის დამუშავების უნარს და ინარჩუნებს თხევადობას, რაც ხელს უწყობს მარტივ ჩასმას

უზრუნველყოფს გლუვი ზედაპირების მიღებას

ზრდის ბეტონის გამძლეობას ყინვის მიმართ

არ შეიცავს ქლორიდებს, არ აზიანებს რკინის არმატურას

აადვილებს ბეტონის ტუმბვას

აუმჯობესებს ბეტონის მექანიკურ თვისებებს, როგორიცაა შეკუმშვა, გაჭიმვა და წყალგაუმტარობა

მასალის შემადგენლობა:

ნაფთალინ-სულფონატისა და ლიგნო-სულფონატზე დაფუძნებული

ფერი: ყავისფერი

სიმკვრივე (ISO 758): 1,15 - 1,18 კგ/ლ

ქლორიდების შემცველობა % (EN 480-10): < 0,1

ტუტეების შემცველობა % (EN 480-12): < 5,0

მოცემული მაჩვენებლები აქტუალურია +20°C ტემპერატურაზე და 50%-იანი შედარებითი ტენიანობის პირობებში.

გჭირდებათ პროფესიონალური რჩევა?

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრით ან ელექტრონული ფოსტით.
მოგვწერეთ