
Epogrout
Epogrout
პროდუქტის შესახებ
Epogrout არის ცემენტის ბაზაზე დამზადებული, ერთკომპონენტიანი, პოლიმერითა და ბოჭკოებით გამაგრებული, მარმარილოს გრანულებით, თიქსოტროპული მასალა, რომელიც განკუთვნილია კონსტრუქციული რემონტისთვის. აკმაყოფილებს AZS 039 -2000 (TS 11140 -1993) სტანდარტების მოთხოვნებს.
გამოყენების სფეროები
რკინაბეტონის ნაწილების რემონტისთვის;
ბეტონის ჩამოსხმის შემდეგ წარმოქმნილი დაზიანებების აღდგენისთვის;
საზღვაო ნაგებობების რემონტისთვის;
მიწისქვეშა კულტურული ძეგლების აღდგენასა და დაცვისთვის;
მაღალი მდგრადობის მქონე ბეტონის ზედაპირის დაზიანებების აღდგენისთვის;
არამცვეთი ბეტონების შემთხვევაში მდგრადი და მყარი ფენის მიღებისთვის;
იატაკების რემონტისთვის, რომლებიც განკუთვნილია მსუბუქი და საშუალო დატვირთვისთვის.
უპირატესობები
მხოლოდ წყლით აირევა და მარტივად გამოიყენება;
ქმნის მაღალი ადჰეზიურობას ბეტონის ზედაპირზე;
მაღალი წნევის მიმართ მდგრადია;
აქვს მაღალი თიქსოტროპული თვისებები;
არ ატარებს წყალს;
მდგრადია გაყინვასა და დათბობის მიმართ;
გამოიყენება როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ ზედაპირებზე;
არ წარმოქმნის ბზარებს.
გამოყენების წესი
ზედაპირის მომზადება: Epogrout-ის გამოყენების ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, მყარი და მტვრისგან თავისუფალი. ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ზეთებისგან, პარაფინებისგან, ჟანგისგან და სხვა ნივთიერებებისგან.
ნარევის მომზადება: საჭირო რაოდენობის წყალი ჩაასხით ჭურჭელში. დაამატეთ ProBet მასალა ნელ-ნელა და აურიეთ 400-600 ბრუნის მქონე შემრევით 4 წუთის განმავლობაში.
გამოყენება:
ნარევი დაიტანეთ სპეციალური ხელსაწყოთი ან შესხურებით 10-40 მმ სისქეზე.
ტექნიკური მახასიათებლები:
ფერი: ნაცრისფერი
გამოყენების ტემპერატურა: +5°C - +32°C
წებოვნება: 28 დღის შემდეგ >2.0 N/mm²
შენახვის პირობები და ვადა:
პროდუქტი ინახება მშრალ და გრილ ადგილას 12 თვის განმავლობაში.
გაფრთხილებები:
დაიცავით უსაფრთხოების წესები და გამოიყენეთ დამცავი საშუალებები;
თავიდან აიცილეთ პროდუქტის შეხება კანსა და თვალებთან;
პროდუქტის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.გარანტია და ტექნიკური მხარდაჭერა:
“CMT GROUP” პასუხისმგებლობას იღებს პროდუქტის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

გჭირდებათ პროფესიონალური რჩევა?
